აქტივობის ფარგლებში, ადგილზე მოსული აბიტურიენტებისათვის გაიმართება იმიტირებული სამედიაციო პროცესი. ღონისძიება მოიაზრებს მოკლე ინფორმაციის მიწოდებას მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების შესახებ. მონაწილეები გაეცნობიან საყოფაცხოვრებო კაზუსებს ელექტრონული და მატერიალური ფორმით.
სასამართლო სხდომის დარბაზში მათი მონაწილეობით გაიმართება იმიტირებული სამედიაციო პროცესი, რომელზეც მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოირგონ ადვოკატებისა და მედიატორების როლები.
აქტივობის მიზანია მედიაციის როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების პოპულარიზაცია და აღნიშნულ საკითხზე ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში. მოსწავლეები შეძლებენ სახალისო და ინტერაქციული გზებით გაიღრმავონ ცოდნა მოდიაციისა და მოლაპარაკების ტექნიკის შესახებ, მოხდება მათი მოტივაციის გაზრდა აღნიშნული საკითხის უფრო საფუძვლიანად შესწავლისთვის, რაც ავტომატურად ხელს შეუწყობს ახალ თაობაში მოლაპარაკებისა და კომპრომისის უნარების განვითარებას.
ღონისძიების ფარგლებში განსახილველი საკითხები:
- სამოქალაქო სამართლებრივი დავის გადაწყვეტის საშუალებები;
- მედიაციის არსი და მიზანი;
- მედიატორის როლი მოლაპარაკების წარმოებაში;
- მოლაპარაკების ტექნიკა;
- სამედიაციო მორიგების აქტის შედგენა;
იმიტირებულ პროცესს უხელმძღვანელებს - ნინო ხარიტონაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი.
ღონისძიება ჩატარდება 10 მაისს, 10:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში.
ხანგრძლივობა: 2 საათი.
მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია ბმულზე არაუგვიანეს 24 აპრილისა.