სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი კონფერენცია - ენა, კულტურა და საზოგადოება
კავკასიის უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია კვლევითი უნარის განვითარება და მომზადება საბაკალავრო ნაშრომის სათანადოდ დასაცავად, ვიწვევთ სამეცნიერო კონფერენციაში: „ენა, კულტურა და საზოგადოება“ მონაწილეობის მისაღებად.
ჩვენ მიერ შემოთავაზებული თემატიკა საშუალებას მისცემს სხვადასხვა სკოლის წარმომადგენელს - მას, ვისთვისაც კონფერენციის თემატიკა საინტერესოა და ცოდნის გაღრმავება სურს - ჩამოყალიბდეს ახალგაზრდა, წარმატებულ მკვლევრად.
კონფერენციის მიზანია:
- წაახალისოს სტუდენტები სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩასართავად;
- გამოუმუშაოს დამოუკიდებელი კვლევის უნარი;
- შესძინოს სამეცნიერო კონფერენციისთვის მომზადებისა და მოხსენების წარდგენის უნარი.
კონფერენციის თემატიკა:
- კავკასიოლოგია
- ენათმეცნიერება
- ურბანული ენა
- პროფესიული ენა
- ლიტერატურათმცოდნეობა
- ფოლკლორისტიკა
- ისტორიოგრაფია
- ეთნოლოგია
- კულტუროლოგია
- ხელოვნებათმცოდნეობა
- ევროპისმცოდნეობა
- ტექსტის ლინგვოკულტუროლოგიური ასპექტები
- კულტურათაშორისი კომუნიკაციები
- ენა და მასობრივი კომუნიკაციის საშუალებანი
- მხატვრული ლიტერატურა კულტურის კონტექსტში
კონფერენციის ჩატარების თარიღი:
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება 2024 წლის 30 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის გრენობლის აუდიტორიაში (C9). ღონისძიება დაიწყება 12:00 საათზე.
რეგლამენტი:
მოხსენებისათვის 10 წუთი; შეკითხვების დასმა/მსჯელობა/რეკომენდაცია - 5 წუთი.
კონფერენციის ფორმატი:
- მოხსენების თეზისი (150 -200 სიტყვა) წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: research@cu.edu.ge; სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ კონფერენციის დასახელება: ენა, კულტურა, საზოგადოება;
- შრიფტი: Sylfaen, ზომა:11, დაშორება - 1,5; არეები: Margins: Normal. ნაშრომის შემადგენელი ნაწილების სათაურები უნდა გაფორმდეს გამუქებული შრიფტით (Bold); შრიფტის ზომა: 12.
თეზისების წარდგენის ბოლო ვადა: 15.03.2024.
შეტყობინება კონფერენციაში მონაწილეობის მიღების შესახებ: 18.03.2024.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
- მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული თეზისები (არაუმეტეს 2 ავტორისა).
- კონფერენციაზე ნაშრომი უნდა წარდგეს პრეზენტაციის სახით.
- სტუდენტურ ნაშრომს უნდა ჰყავდეს სამეცნიერო ხელმძღვანელი - კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ან მოწვეული აკადემიური პერსონალი.
- თეზისები, ფარული რეცენზირების პრინციპით, გაიგზავნება ექსპერტებთან და, კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე, შეირჩევა მაქსიმუმ 10 მოხსენება. შემოწმდება აკადემიური კეთილსინდისიერება.
- კონფერენციაში მონაწილეობის მსურველ ყველა რესპონდენტს გაეგზავნება არგუმენტირებული პასუხი კონფერენციის საორგანიზაციო და სამეცნიერო ჯგუფის სახელით.
- მოხსენების ფორმატი უნდა შეესაბამებოდეს კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტს. წყაროები დამოწმებული უნდა იყოს აფას სტილით.
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
კონფერენციის სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფ. მარიამ მანჯგალაძე.
სამეცნიერო და საორგანიზაციო კომიტეტი:
- დავით ნატროშვილი
- სოფიო კობახიძე
- გურანდა ჭელიძე
- ნინო ხვლეური
- ქეთევან გრძელიძე
- დავით თინიკაშვილი
- ნათია ფანჯიკიძე
- ეკა ჩიკვაიძე
- ჭაბუკი ქირია
- ეთერ ინწკირველი
- ქეთევან ინწკირველი