ცხადდება კონკურსი კავკასიის სამართლის სკოლის მართვის ორგანოს (სკოლის საბჭო) შემადგენლობაში სტუდენტის შერჩევაზე

21 ნოემბერი 2023

კონკურსის მიზანია სკოლის საბჭოში სტუდენტთა წარმომადგენლის შერჩევა, კანდიდატისათვის დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

 

სკოლის საბჭო არის სკოლაში სწავლებისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის კოორდინირებისა და წარმართვისათვის შექმნილი სკოლის მართვის ორგანო, რომელიც განსაზღვრავს სკოლის საქმიანობის ძირითად მიზნებს, მიმდინარე ამოცანებსა და საქმიანობის პრიორიტეტებს; განიხილავს სკოლის საგანმანათლებლო პროგრამებს; ისმენს ანგარიშებს სკოლაში გაწეული მუშაობის შესახებ აკადემიური წლის ბოლოს; შეიმუშავებს საგანმანათლებლო პროგრამების და სასწავლო მეთოდური მუშაობის შემდგომი სრულყოფის წინადადებებს და სხვა.

 

ვაკანტური ადგილი: სკოლის საბჭოს წევრობა სტუდენტის სტატუსით*

 

კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები: აკადემიური მოსწრება; დისციპლინა; სასკოლო და საუნივერსიტეტო აქტივობებსა და ღონისძიებებში ჩართულობის ინტენსივობა და შედეგები; პიროვნული თვისებები. კანდიდატი უნდა იყოს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი; 

 

განცხადების წარდგენა: ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა (სტუდენტმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 

  • სამოტივაციო წერილი;
  • სასკოლო ან/და საუნივერსიტეტო აქტივობაში, კონფერენციებში მონაწილეობის დასახელება და ჩამონათვალი.

 

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 21 ნოემბერი, 2023 წელი.

 

განცხადების მიღება ხდება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: csl@cu.edu.ge; გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ: სტუდენტის შერჩევის კონკურსი სკოლის საბჭოში.