კავკასიის უნივერსიტეტი უერთდება ევროპელ მკვლევართა ღამის პროექტს "მეცნიერება კაპიტანია"

29 ნოემბერი 2020

მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ევროკავშირის პროგრამის ‘Horizon 2020’ მარი სკლოდოვსკაია-კიურის (MSCA) კონკურსის „ევროპელ მკვლევართა ღამის“ გამარჯვებული პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ განხორციელება დაიწყო.

 

„მეცნიერება კაპიტანია“ მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის, წარმოჩენასა და საქართველოს ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაციას ემსახურება.

 

კავკასიის უნივერსიტეტი აღნიშნული პროექტის მონაწილეა, სწორედ მის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორებისა და ლექტორების მონაწილეობით, დამზადდა 4 ვიდეორგოლი კიბერუსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის თემებზე.

 

ასევე, ვირტუალური სამეცნიერო ბაზრობის ფარგლებში, ევროპელ მკვლევართა ღამის გალა ღონისძიებაში დისტანციურად მიიღეს მონაწილეობა საქართველოს ექვსი ქალაქის  - თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ახალციხის, თელავისა და ზუგდიდის საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულებებმა. ღონისძიებაში კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორები მონაწილეობდნენ, რომლებმაც პროექტის ფარგლებში დამზადებული  ვიდეორგოლები წარადგინეს. 

 

პროექტის განხორციელებაში ჩართულები არიან შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ასევე სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, უნივერსიტეტები, მწერალთა სახლი და მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე პირები.

 

პროექტის ფარგლებში დამზადებული ვიდეორგოლები:

 

  • კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი თემურ ხუციშვილი პროექტის შესახებ - თურქეთში მდებარე ისტორიული მხარეების ქართული კულტურის ძეგლების კატალოგი

 

 

  • კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი მაქსიმ იავიჩი პროექტის შესახებ - კიბერუსაფრთხოება და კიბერ ინციდენტებზე რეაგირების პლატფორმა 5G ფიჭური ქსელებისთვის

 

 

  • კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი იაშვილი პროექტის შესახებ - კიბერუსაფრთხოება

 

 

  • მონაცემთა ანალიზის ლაბორატორიის დირექტორი, დამფუძნებელი რატი სხირტლაძე პროექტის შესახებ - ხელოვნური ინტელექტი და ბუნებრივ ენათა მანქანური დამუშავება