კავკასიის უნივერსიტეტის გრაფიკული დიზაინის საბაკალავრო პროგრამაზე მისაღები შემოქმედებითი ტური მოიცავს ორ ეტაპს:
- ნაშრომების ელექტრონულად წარდგენა;
- გასაუბრება.
აბიტურიენტებმა უნდა მოამზადონ თემის - „რისი შეცვლა შეუძლია ხელოვნებას“- ვიზუალიზაცია ნებისმიერი მათთვის სასურველი ტექნიკით (ხელით შესრულებული (ნახატი, ჩანახატი, სკეჩი) ან კომპიუტერული პროგრამით).
გასაუბრებაზე აბიტურიენტი მოახდენს მის მიერ შესრულებული ნამუშევრის პრეზენტაციას, იმსჯელებს ამ ნამუშევრის გარშემო ( დგინდება ნამუშევრის ავთენტურობა). კომისიის მიერ შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებით დავალების ადგილზე შესრულება ( ადგილზე არსებული რესურსით).
აბიტურიენტმა უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია და გამოაგზავნოს დამოუკიდებლად შესრულებული ნამუშევრის ფოტო ან ელ. ვერსია შემდეგ მისამართზე: CSA@cu.edu.ge
გაითვალისწინეთ, ჯგუფურად ან/და სხვისი დახმარებით შესრულებული ნამუშევრები არ განიხილება/ არ შეფასდება.
- ნამუშევრების მიღების თარიღები: 20 - 30 მაისის ჩათვლით;
- გასაუბრება: 30 მაისი - 20 ივნისი;
- რეგისტრაცია შესაძლებელია: 20 მაისამდე.
გასაუბრების კონკრეტულ თარიღს და დროს გაცნობებთ ინდივიდუალურად.
შემოქმედებით ტურზე აბიტურიენტის შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით.
წარმოდგენილი ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმებია:
- კრეატიულობა
- კონცეფცია
- დავალების თემასთან შესაბამისობა
- დავალების მხატვრულ-ესთეტიური გადაწყვეტა
- პრეზენტაციის უნარი
- მოტივაცია
საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილ ნამუშევრებში პლაგიატის ან ნამუშევრის სხვისი დახმარებით შესრულების ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში აბიტურიენტი ფასდება 0 ქულით.
აბიტურიენტების საბოლოო შეფასება ხდება კომისიის წევრთა მიერ დაწერილი შეფასების საშუალო არითმეტიკულის დაანგარიშებით.
შემოქმედებითი კონკურსი წარმატებით გავლილად ითვლება მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე - (33 ქულა) მაღალი ქულის მიღების შემთხვევაში.