24-26 თებერვალს კავკასიის უნივერსიტეტში კვლავ გაიმართა კვლევის ეთიკის შესახებ ტრენინგები, რომლებიც აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს ეთიკის პრინციპებისა და კვლევითი კულტურის გაუმჯობესებაში ეხმარება.
სესიებს უძღვებოდნენ აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ჩოკორაია, ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი დიანა მჭედლიშვილი და პროფესორი ნინო პოპიაშვილი.
ტრენინგები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: კვლევის კეთილსინდისიერების კოდექსი, ხელოვნური ინტელექტის გამოწვევები, კვლევის ეთიკის კომიტეტები, კვლევითი კულტურა, არაკეთილსინდისიერი ქცევის პრევენცია და მართვა, საავტორო და საგამომცემლო ეთიკა.
ღონისძიება განხორციელდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.