კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB) აცხადებს კონკურსს მოწვეული ლექტორის თანამდებობაზე ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლო კურსისთვის - ბიზნესის მოდელირება (ბიზნესის ანალიზი, ბიზნესის გეგმის ფინანსური და სტრატეგიული ანალიზი)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მაგისტრის აკადემიური ხარისხი (სასურველია ბიზნესის ადმინიტრირების მიმართულებით)
- დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ C1 დონე);
- სასურველია სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურზე, მათ შორის ინგლისურ ენაზე სალექციო კურსების წაკითხვის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- ცოდნის გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
- აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
- დარწმუნების და მოსმენის უნარი;
- ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლიანი;
- სამართლიანი და დისციპლინირებული;
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე (CV - მოიცავდეს ინფორმაციას განათლების, სწავლებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის და სხვა სამუშაო გამოცდილების შესახებ)
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები.
- საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობისთვის განსაზღვრული საჭირო დოკუმენტაცია;
- სერტიფიკატები, ჯილდოები და სხვა დოკუმენტები;
- COVID 19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის ორმაგი დოზის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა
II ეტაპი – პრეზენტაცია/გასაუბრება
III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.
კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით !
საბუთების მიღება: 2022 წლის 20 მარტის ჩათვლით.
კონკურსის ჩატარების პერიოდი 2022 წლის მარტი.
კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cu.edu.ge; Tel.: 2 377777.
გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება.