კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით.
CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.
კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 54 ქვეყნის 200 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს.
CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.
კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან.
კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას პერსონალის მართვის დეპარტამენტის მენეჯერის (შერჩევის მიმართულებით) თანამდებობაზე.
სამუშაო მოვალეობები:
- ვაკანტურ პოზიციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება და არსებული დებულებების მოთხოვნების შესაბამისად ვაკანსიის განცხადების შემუშავება;
- თანამდებობის სპეციფიკის მიხედვით ვაკანსიის სხვადასხვა არხების მოძიება და განცხადებების გამოქვეყნება;
- შემოსული რეზიუმეების დახარისხება თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად;
- საჭიროების შემთხვევაში თანამდებობის სპეციფიკის შესაბამისად ტესტის/წერითი დავალების/სიტუაციური ანალიზის შემუშავება და ჩატარება უშუალო ხელმძღვანელთან ან/და შესაბამისი დეპარტამენტის/სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად;
- გასაუბრების/ტესტირების/ საჩვენებელი ლექციების ორგანიზება და ჩატარება;
- საკონკურსო შედეგების განხილვა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად და კანდიდატებთან უკუკავშირი;
- საკონკურსო დოკუმენტაციის მართვასთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტების (ბრძანებები, ოქმები, შეფასების ფურცლები) სათანადო დონეზე გაფორმება/რეგისტრაცია/შენახვა;
- ახალი თანამშრომლის სისტემაში (CU, QMS, BIOSTAR) რეგისტრაცია და აღრიცხვა, შესაბამისი სტატუსის და კონტრაქტის ტიპის მინიჭება და პროგრამული მართვა;
- საუნივერსიტეტო პროცედურების: უნივერსიტეტის პოლიტიკის, წესების და რეგულაციების გაცნობა;
- პერსონალის მართვის დეპარტამენტის სტრატეგიის შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება უნივერსიტეტის ზოგადი სტრატეგიის გათვალისწინებით;
- HR დეპარტამენტში შემოსული შეტყობინებების (ელექტრონული ფოსტა/სატელეფონო ზარი/ოფიციალური წერილი) ყოველდღიური მონიტორინგი;
- აკრედიტაცია/ავტორიზაციის პროცესში კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება;
- უნივერსიტეტის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, უფლებამოსილების ფარგლებში, დეპარტამენტის დირექტორის ცალკეული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, MS Excel, PowerPoint;
- შერჩევის მიმართულებით მუშაობის 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ორგანიზაციული უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე. აღნიშნული დღის/დღეების საჭიროება განისაზღვრება ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით);
- ანაზღაურება: 1000 -1200 ლარის (ხელზე ასაღები) ფარგლებში;
- გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge
გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება: „შერჩევის მენეჯერი“
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით.
წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.
კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კავკასიის უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც). გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!