სამედიაციო პროცესი - მედიაცია - მოლაპარაკების ტექნიკა იურისტებისათვის

30 მაისი 2025

30 მაისს, კავკასიის სამართლის სკოლაში, სტუდენტებისთვის გაიმართა იმიტირებული სამედიაციო პროცესი  სახელწოდებით ,, მედიაცია - მოლაპარაკების ტექნიკა იურისტებისათვის '’.

 

იმიტირებულ პროცესს უხელმძღვანელა კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა , სამართლის დოქტორმა - ნინო ხარიტონაშვილმა.

 

შეხვედრაზე განხილული იქნა მთელი რიგი საკითხები: მედიაციის არსი და მიზანი, მოლაპარაკების ტექნიკა, მედიატორის როლი მოლაპარაკების წარმოებაში. შეხვედრა წარიმართა კითხვა პასუხის რეჟიმში.