კავკასიის განათლების სკოლამ, დაწყებითი პედაგოგიკის პროგრამის ფარგლებში, ქ. თბილისის 105-ე საჯარო სკოლასთან პარტნიორობით ა.წ. 9 ივლისს, ჩაატარა მეორე სადისკუსიო რაუნდი თემაზე „მოქალაქეობის კომპეტენცია და მოსწავლის პერსპექტივები შრომის ბაზარზე“.
დისკუსია წარიმართა პროექტის ფარგლებში - სადისკუსიო რაუნდები ჰარკნესის მეთოდის გამოყენებით „სწავლის საკვანძო კომპეტენციები და მოსწავლის პერსპექტივები შრომის ბაზარზე- 2024“, რომლის მიზანია, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციების ოპტიმალური დანერგვა პედაგოგის მომზადების პროგრამებში.
შეხვედრა გაიმართა პარალელური დისკუსიების ფორმატში ჰარკნესის მეთოდის გამოყენებით, რომელშიც
მონაწილეობა მიიღეს: დამსაქმებლებმა; პედაგოგება; ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა,მშობლებმა, მოსწავლეებმა და კავკასიის უნივერსიტეტის დაწყებითი პედაგოგიკის სტუდენტებმა. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ქ. თბილისის 139-ე საჯარო სკოლის პედაგოგები.
პროცესის ფასილიტაციას უზრუნველყოფდა ალუდა გოგლიჩიძე - კავკასიის განათლების სკოლის დეკანი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.
დისკუსიის ბოლო ეტაპზე მონაწილეებმა იმსჯელეს თუ რა როლი შეიძლება შეასრულოს სასკოლო საზოგადოებამ და მასთან დაკავშირებულმა ინტერესთა ჯგუფებმა (დამსაქმებლები; სკოლის პედაგოგები; სკოლის ადმინისტრატორები; მოსწავლეები; მშობლები; სტუდენტები; პროფესორ-მასწავლებლები და ექსპერტები/დარგის წარმომადგენლები არასამთავრობო სექტორი და მასწავლებელთა მომზადების პროგრამებში მთელი სიცოცხლის მაძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციების და კერძოდ „მოქალაქეობის კომპეტენციის“ დანერგვის საქმეში?
სადისკუსიო რაუნდი ჩატარდა ქ. თბილისის 105-ე საჯარო სკოლის შენობაში.