საჯარო ლექცია - „გენდერული ბიუჯეტირება და მისი როლი კარგი მმართველობის უზრუნველყოფის პროცესში“

29 აპრილი 2022

28 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტში, აბიტურიენტებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „გენდერული ბიუჯეტირება და მისი როლი კარგი მმართველობის უზრუნველყოფის პროცესში“.

 

ლექცია წაიკითხა კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შორენა კახიძემ.

 

საჯარო ლექციაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: გენდერული ბიუჯეტირება, როგორც საჯარო ფინანსების მართვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მისი  ანალიზი როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოს დონეზე. ასევე, ერთმანეთს დაუკავშირდა ორი განსხვავებული საკითხი: ცოდნა გენდერის და ცოდნა ბიუჯეტირების შესახებ. საჯარო ლექცია შეეხო გენდერის საკითხის ინტეგრაციას პოლიტიკის დოკუმენტებში, საბიუჯეტო პროცესში და მის მნიშვნელობას ინკლუზიური ზრდის და სწორი და ეფექტური სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს და აძლიერებს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას.