ევროკავშირის Erasmus+ პროექტის - „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში (SQUARE)“ სასწავლო ტური ნანტში, საფრანგეთი

10 დეკემბერი 2022

 

 

7-12 ნოემბერს, ევროკავშირის Erasmus+ პროექტის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში (SQUARE)“ფარგლებში, ნანტის უნივერსიტეტმა (Nantes University) სასწავლო ტურს უმასპინძლა.

სასწავლო ტურში 8 პარტნიორი უნივერსიტეტისა და შესაბამისი საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად, კავკასიის უნივერსიტეტიდან მონაწილეობა მიიღო სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მენეჯერმა - არჩილ ბორჯაძემ.

 

ვიზიტის ფარგლებში, ნანტის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა კულტურის მიმართულებით - ემანუელ ბუსკეტმა პროექტში ჩართულ ქართველ პარტნიორებს გაუზიარა დეტალური ინფორმაცია  ნანტის უნივერსიტეტის მესამე მისიის ძირითადი აქტივობების, მიზნებისა და სტრატეგიების შესახებ. მონაწილეები ასევე დაესწრნენ ნანტის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვორქშოპებს მესამე მისიის სისტემური მიდგომებისა და ადგილობრივი გამოწვევების შესახებ.

 

სასწავლო ტურის ფარგლებში შეხვედრები ასევე შედგა ქალაქ ნანტის მერიაში, სადაც მუნიციპალური საკრებულოს არჩეულმა წევრმა, აზილიზ გუეზმა ქართველ პარტნიორებს წარუდგინა ვორქშოპი თემაზე: „Science and the city/territories: Stakes and Challenges of Global Transitions“.

 

პროექტ SQUARE-ის კოორდინატორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.პროექტში ჩართულია 8 ქართული და 3 ევროპული უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. 

 

პროექტის მთავარი მიზანია საუნივერსიტეტო მესამე მისიის საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. პროექტის განმავლობაში მიმდინარეობს უნივერსიტეტების 3M-ის აქტივობების აღწერა, მათი ანალიზი, სტრატეგიული დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება, უნივერსიტეტის უმაღლესი მენეჯმენტისა და პერსონალის შესაძლებლობების გათვალისწინებით.