სამუშაო მოვალეობები:
ა) სტუდენტების და ლექტორების ტექნიკურ საკითხებზე კონსულტირება/დახმარება და სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველჰყოფა;
ბ) სემესტრული რეგისტრაციისა და ხელშეკრულების გაფორმების პროცესში სტუდენტების დახმარება და კომპეტენციის ფარგლებში კონსულტირება;
გ) სტუდენტებისათვის განკუთვნილი სხვადასხვა სახის ინფორმაციისა და საუნივერსიტეტო რეგულაციების შესახებ სიახლეების სტუდენტებისათვის მიწოდება და პრაქტიკაში გატარების ხელშეწყობა;
დ)სასწავლო პროცესის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამის სილაბუსების ელექტორნულ სისტემაში დროულად ატვირთვის მონიტორინგი;
ე)ლექტორების მიერ ჩატარებული სალექციო საათების ჩატარება-აღდგენაზე შესაბამისი მონაცემების ბაზაში შეყვანა, მათ შორის დაცვის თანამშრომლის მიერ შეტანილი მონაცემების გადამოწმება;
ვ) სტუდენტთა დასწრების ელექტრონული ბაზის წარმოების მონიტორინგის განხორციელება;
ზ) სტუდენტებისთვის საჭირო დოკუმენტების მიღებაზე დახმარების გაწევა;
თ) ლექტორების მხრიდან ნიშნების ბაზაში დროულად შეყვანის მონიტორინგი;
ი) სკოლის სასწავლო პროგრამის ფარგლებში კომისიური სხდომების ორგანიზება და დაოქმება;
კ) შუალედურ და დასკვნით გამოცდებზე დასწრება;
ლ) სტუდენტის მიერ შუალედურ და დასკვნით გამოცდაზე მიღებული შეფასების შეტანა ნიშნების ბაზაში;
მ) საბოლოო სემესტრული შეფასების ელექტრონული უწყისის შექმნა და ბაზაში ატვირთვა;
ნ) სტუდენტების მიერ გაცდენილი შუალედური და დასკვნითი გამოცდების აღდგენის პროცესის კოორდინირება;
პ) კომპეტენციის ფარგლებში ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება(აუცილებელი მოთხოვნა სამართლის ბაკალავრი);
- მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა (ენის ცოდნის კომპეტენცია შემოწმდება ტესტირების ან გასაუბრების საფუძველზე)
პიროვნული უნარ-ჩვევები
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა;
- დისციპლინირებულობა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო დღე სრულ განაკვეთზე, ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე);
- ანაზღაურება (ხელზე): გამოსაცდელი ვადის დროს შეთანხმებისამებრ. გამოსაცდელი ვადის შემდეგ 800 ლარი (ხელზე);
- გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე (რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge
გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ: “CSL - სამაგისტრო პროგრამის აკადემიური მენეჯერი“.
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 15 მარტის ჩათვლით.
შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!