ჟან მონეს კათედრის საზაფხულო სკოლა - „ევროკავშირი: მიმდინარე საკითხები და პოლიტიკა“

2 სექტემბერი 2019

კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა საზაფხულო სკოლას „ევროკავშირი: მიმდინარე საკითხები და პოლიტიკა.“ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით შეირჩნენ მონაწილეები სტუდენტები, ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის აქტივისტები.

 

საზაფხულო სკოლას უძღვებოდა ჟან მონეს პროფესორი, დოქტორი  სერგი კაპანაძე. სკოლის პროგრამა მოიცავდა მასტერ-კლასებს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

 

  • ეროკავშირის ინსტიტუციური არქიტექტურა;
  • ევროკავშირის ტრანსფორმაციული ძალა და მისი სამეზობლო პოლიტიკა;
  • „ცელი თემები“: ბრექსიტი, ევროპარლამენტის არჩევნები;
  • ევროკავშირის ურთიერთობების აღმოსალეთის პარტნიორობის ქვეყნებთან;
  • ავროკავშირთან დაახლოებისთვის საჭირო რეფორმები;
  • ევროპული საბჭოს სხდომის მოდელირება.

 

საზაფხულო სკოლის დამსწრეებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.