7 ივლისს, DataSecSchool-ის მონაწილეები, ბიზნესის, აკადემიის, და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ყოველწლიურ მრგვალ მაგიდაზე დასასწრებად შეიკრიბნენ.
სიახლეები
ივლ
სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn - ის მეხუთე ნაკადის დემო დღე
კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით და კომპანია ბაუმერის მხარდაჭერით გაიმართა სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn -ის მეხუთე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება - დემო დღე.
ივლ
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან
9 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ივლ
კავკასიის უნივერსიტეტისა და კიბერუსაფრთხოების ასოციაციის პროექტი SPG-024 დასრულდა
6 ივლისს, წარმატებით დასრულდა კავკასიის უნივერსიტეტისა და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ერთობლივი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებული საგრანტო პროექტი SPG-024, რომლის ფარგლებშიც, სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ კიბერუსაფრთხოების მიმართულების სხვადასხვა ტრენინგი.
ივლ
სახელმწიფო მართვის სკოლის სამაგისტრო ნაშრომების დაცვა
4 ივლისს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.
ივლ
SECURE Erasmus+ პროექტის შეხვედრა ლიტვაში
2-4 ივლისს, Erasmus+ SECURE პროექტის კონსორციუმის წარმომადგენლები პროგრესის შეჯამებისა და მომავალი ეტაპების განსაზღვრის მიზნით, შეიკრიბნენ კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (KTU), ლიტვაში. პროექტის შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მიმდინარე აქტივობების შეფასება, სტრატეგიული მიმართულებების შეთანხმება და სამომავლო მოქმედებების დაგეგმვა.
ივლ
იოჰანესბურგის უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივი მოკლევადიანი საზაფხულო პროგრამა
კავკასიის უნივერსიტეტმა 28 ივნისიდან - 6 ივლისის ჩათვლით, ერთობლივი საზაფხულო პროგრამის ფარგლებში, იოჰანესბურგის უნივერსიტეტის, სამხრეთ აფრიკა, სტუდენტების ჯგუფს უმასპინძლა.
ივლ
ლევან დარბაიძისა და ეკა არეშიძის პროექტმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსში გაიმარჯვა
30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი - ლევან დარბაიძე და ექსპერტი, მოსამართლე - ეკა არეშიძე, პროექტ - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარების“ ფარგლებში, შვეიცარიაში იმყოფებოდნენ, პროექტმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის ფუნდამენტური კვლევების კონკურსში გაიმარჯვა.
ივლ
ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლების საერთაშორისო ასოციაციის (NIBES) 29‑ე ყოველწლიური კონფერენცია და მმართველი საბჭოს შეხვედრა
კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, და ვიცე‑პრეზიდენტი, ირენა მელუა, მონაწილეობდნენ ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლების საერთაშორისო ასოციაციის (NIBES) 29‑ე ყოველწლიურ კონფერენციასა და მმართველი საბჭოს შეხვედრაში, რომელიც გაიმართა ტაივანში, Yuan Ze University-ს მასპინძლობით.
ივლ
საზაფხულო სკოლა ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ
კავკასიის უნივერსიტეტში, დასრულდა საზაფხულო სკოლა "ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ’’.
ივლ
CSM-ის სამაგისტრო ნაშრომების დაცვა
3-4 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლაში, სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, გაიმართა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა.
ივლ
მეთოდოლოგიური ტრენინგ-სემინარების ციკლი “თანამედროვე სამედიცინო განათლების საფუძვლები”
კავკასიის მედიცინის სკოლისა და კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის მიერ სკოლის აკადემიური პერსონალის მეთოდოლოგიური მომზადების მიზნით, მიმდინარეობს მეთოდოლოგიური ტრენინგ-სემინარების ციკლი “თანამედროვე სამედიცინო განათლების საფუძვლები”.
ივლ
ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება კავკასიის უნივერსიტეტსა და ჯექსონვილის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, აშშ
კავკასიის უნივერსიტეტსა და ჯექსონვილის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის (აშშ), ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
ივნ
იოჰანესბურგის უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივი მოკლევადიანი პროგრამის ოფიციალური გახსნა
კავკასიის უნივერსიტეტს, 28 ივნისიდან - 6 ივლისამდე, იოჰანესბურგის უნივერსიტეტის, სამხრეთ აფრიკა, ტურიზმისა და მასპინძლობის ფაკულტეტიდან სტუდენტ-მკვლევართა ჯგუფი სტუმრობს.
ივნ
საჯარო ლექცია თემაზე - ენობრივი პოლიტიკა და პოლიტიკური დისკურსი - საქართველოს მაგალითი
25 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა „საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრის“ და "ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის" ერთობლივი საჯარო ლექცია თემაზე - ენობრივი პოლიტიკა და პოლიტიკური დისკურსი (საქართველოს მაგალითი).
ივნ
კავკასიის უნივერსიტეტი აგრძელებს NIBES -ის წევრ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას
კავკასიის უნივერსიტეტმა, Erasmus+ ის საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროექტის ფარგლებში (KA 171), მოიპოვა ევროკომისიის დაფინანსება ICHEC ბრიუსელის მენეჯმენტის სკოლასთან, ბელგია, მობილობების განსახორციელებლად.
ივნ
ალანიას უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში
23-27 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა ერაზმუს+ ადმინისტრაციული მობილობის ფარგლებში, ალანიას უნივერსიტეტის, თურქეთი, არქიტექტურის ფაკულტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ივნ
კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგელები კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების საერთაშორისო პროექტის ეროვნულ სამუშაო შეხვედრაზე
23-24 ივნისს, ქალაქ თელავში, გაიმართა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის - ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში” (ETHICS) - ეროვნური სამუშაო შეხვედრა.
ივნ
კავკასიის უნივერსიტეტისა და ლაიფციგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი საზაფხულო სკოლა DAAD-ის დაფინანსებით განხორციელდება
კავკასიის უნივერსიტეტსა და ლაიფციგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს (HTWK Leipzig) შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება - ერთობლივი საზაფხულო სკოლა, რომელიც გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ სრულად დაფინანსდება.
ივნ
პარტნიორი უნივერსიტეტების წამომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში
16-20 ივნისის კვირაში, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს უმასპინძლა.
