კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა, ბავშვის უფლებების ცენტრის დამფუძნებელმა, მოსამართლე, ლევან დარბაიძემ, 4-6 ივნისს მონაწილეობა მიიღო საბერძნეთის, ქ. თესალონიკის, ჰელენიკის საერთაშორისო უნივერსიტეტის (International Hellenic University) საერთაშორისო კონფერენციაში: „The Role of Academia in Promoting Child Rights“. ლევან დარბაიძემ წარადგინა მოხსენება, თემაზე: „ბავშვის უფლებების საუნივერსიტეტო სწავლების და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციის სასწავლო მოდულების ურთიერთმიმართება - თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“.
კონფერენციის ფარგლებში ლევან დარბაიძემ გამართა შეხვედრა ჰელენიკის საერთაშორისო უნივერსიტეტის (International Hellenic University) რექტორთან, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის „UNICEF“-ის ელჩთან საბერძნეთში, ღასან ხალილთან.
შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები, ბავშის უფლებების ცენტრების სამომავლო გეგმები და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.
