თემურ ხუციშვილის საიუბილეო საღამო

9 ივნისი 2026

8 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ტურიზმის სკოლის პროფესორის და მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელის თემურ ხუციშვილის 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო, ასევე, გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ გამოცემული მისი პიესების კრებულის - „მარადიული წუთისოფელი“ - პრეზენტაცია გაიმართა.

 

ღონისძიება გახსნა უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, რომელმაც ისაუბრა თემურ ხუციშვილის 24 წლიანი საქმიანობის შესახებ კავკასიის უნივერსიტეტში.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბატონ თემურის ოჯახის წევრები, ნათესავები, უახლოესი მეგობრები და კოლეგები, რომლებმაც ისაუბრეს მის მიღწევებსა და მნიშვნელოვან ასპექტებზე. ასევე, განიხილეს ტაო-კლარჯეთის თემატიკისადმი მიძღვნილ მის ნაშრომები, აგრეთვე, მისი  მონაწილეობით განხორციელებული CU-ის მათემატიკის სასწავლო პროგრამის რეფორმა.  

 

ღონისძიების ბოლოს საზეიმო ვითარებაში გაიჭრა საიუბილეო ტორტი.