საჯარო ლექცია - „გადასახადები საქართველოში: სისტემა და პრაქტიკა“

10 ივნისი 2026

კავკასიის ეკონომიკის სკოლის საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა თემაზე - გადასახადები საქართველოში: სისტემა და პრაქტიკა“.

 

ლექციას უძღვებოდა ლაშა კობერიძე - საგადასახადო ექსპერტი და კომპანია APTOS-ის ფინანსური მენეჯერი.

 

შეხვედრის ფარგლებში სპიკერმა სტუდენტებს გაუზიარა პრაქტიკული გამოცდილება და ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ბიზნესის საგადასახადო ვალდებულებები საქართველოში; საგადასახადო სისტემის პრაქტიკული ასპექტები; საგადასახადო გარემოს ძირითადი გამოწვევები საქართველოში.

 

ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული პასუხები სპიკერისგან.

 

შეხვედრამ სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია და მნიშვნელოვანი პრაქტიკული ცოდნის გაზიარების შესაძლებლობად იქცა.