შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2017 წლის კონკურსს
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2017 წლის კონკურსს
18 ივლისს, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, კავკასიის უნივერსიტეტმა ორი ახალი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია მიიღო: აგრობიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB) განახორციელებს და ელექტრონიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა, რომელსაც კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა (CST) განახორციელებს.
18 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა განათლების საერთაშორისო ცენტრთან.
გაცნობებთ, რომ პასაუს უნივერსიტეტი, გერმანია (The University of Passau), სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტებისთვის, აცხადებს კონკურსს 10 თვიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად.
გაცნობებთ, რომ კოზმინსკის უნივერსიტეტი, ვარშავა, პოლონეთი (Kozminski University) აცხადებს საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში სტუდენტების მიღებას შემდეგ პროგრამებზე
11 ივლისს, კავკასიის მედიის სკოლის სტრატეგიული კომუნიკაციის პროგრამის სტუდენტებმა სამაგისტრო ნაშრომები დაიცვეს. კომისიამ, სფეროს პროფესიონალებისა და აკადემიური პერსონალის შემადგენლობით, მაგისტრანტების ნაშრომები დადებითად შეაფასა და აღინიშნა, რომ კვლევები ეხმიანება სფეროს თანამედროვე ტენდენციებს. მათი აზრით, ნაშრომების უმეტესობა მოიცავს ისეთ კვლევებს, რაც ბაზარზე მოქმედ კომპანიებს და პოლიტიკაში ჩართულ პირებს რეალურად გამოადგებათ.
8 ივლისს, “უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის” (IAUP) გენერალური ასამბლეის სხდომაზე კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია არჩეულ იქნა IAUP-ის პრეზიდენტად სამი წლის ვადით. ინაუგურაციის ცერემონიალი ჰოფბურგის სასახლეში, ვენაში გაიმართა. ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, 30-მდე ქართული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელი და მსოფლიოს 75 ქვეყნის 400-მდე უნივერსიტეტის პრეზიდენტი.
7 ივლისს, ჰოფბურგის სასახლეში გაიმართა საზეიმო მიღება - ქართული საღამო, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ კონფერენციის მონაწილეები; საქართველოს და ავსტრიის მთავრობის წარმომადგენლები.
ქლაქ ვენაში, ჰობურგის სასახლეში აქტიურად მიმდინარეობს “უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის” (IAUP) კონფერენციის მეორე დღე. დღევნადელი დღის მთავარი თემებია: CHALLENGES FOR THE EUROPEAN SCIENTIFIC LANDSCAPE; SIMULATION, VIRTUAL & AUGMENTED REALITY FOR EDUCATION & TRAINING; SIMULATION-BASED LEARNING AND TRAINING. დღის მეორე ნახევარში ასევე გაიმართება პანელური დისკუსიები უნივერსიტეტებში ახალ ტენდენციებთან დაკავშირებით, მომავლის უნივერსიტეტის მოდელებზე, ინდუსტრიებსა და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობაზე.
6 ივლისს, ოფიციალურად გაიხსნა “უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის” (IAUP) საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი და ზემო ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი მასპინძლობს ჰოფბურგის სასახლეში, ვენა, ავსტრია. კონფერენციის მთავარი თემაა: “ინოვაციები განათლებაში”. პარალელურად მიმდინაერობს ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერნცია თემაზე: “მდგრადი განვითარება”.
გაცნობებთ, რომ პოლონიას უნივერსიტეტი, პოლონეთი (Polonia University), ბიზნეს სკოლის სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს, სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლო სტიპენდიების მოსაპოვებლად.
4 ივლისს, კავკასიის მედიის სკოლის აუდიოვიზუალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა სადიპლომო ნაშრომები დაიცვეს. წარმოდგენილი იყო როგორც ვიდეო და ფოტო პროექტები, ასევე ნამუშევარი გრაფიკულ დიზაინში.
კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალისთვის 2017 წლის შემოდგომის სემესტრში Erasmus + გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას.
გაცნობებთ, რომ ევროპის საჯარო სამართლის საერთაშორისო ორგანიზაცია, ათენი, საბერძნეთი (European Public Law Organization, EPLO), აცხადებს სამართლისა და სახელმწიფო მართვის სკოლის, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების მიღებას საზაფხულო სკოლაში, თემაზე - მიგრაცია სამხრეთ ევროპაში.
გაცნობებთ, რომ გერმანიის პარლამენტი ბერლინის უნივერსიტეტთან ერთად პოლიტიკით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის აცხადებს კონკურსს, საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის მოსაპოვებლად.
გაცნობებთ, რომ კლერმონტის მენეჯმენტის სკოლა, საფრანგეთი (ESC CLERMONT Graduate School of Management) აცხადებს სტუდენტების მიღებას „ Local Responses to Global Challenges“- ის პროგრამაზე, საზაფხულო სკოლაში.
29 ივნისს, კავკასიის სამართლის სკოლის დოქტორანტის, გრიგოლ გიორგაძის პირველი თემატური სასემინარო ნაშრომის დაცვა გაიმართა.
27 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტის მაია მხატვრიშვილის მეორე თემატური სასემინარო ნაშრომის დაცვა გაიმართა
გაცნობებთ, 2017 წლის 6-8 სექტემბერს, სლოვაკეთის ქალაქ სენეცში, ევროკომისიის ერთობლივი კვლევის ცენტრი (JRC) გეგმავს „მტკიცებულება და პოლიტიკის მესამე საზაფხულო სკოლის“ ჩატარებას.
23 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის ტურიზმის სკოლაში ჩატარდა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა, სადაც სტუდენტებმა წარადგინეს ტურიზმის სფეროში ჩატარებული კვლევის შედეგები და მათი ანალიზი.