სიახლეები

21
იან
ავსტრიის მთავრობის სტიპენდია- ERNST MACH GRANT

ავსტრიის მეცნიერებისა და კვლევის სამინისტრო ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდნეტებისათვის აცხადებს ERNST MACH-ის გაცვლით სასტიპენდიო კონკურსზე განაცხადების მიღებას  ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (FH JOANNEUM University of Applied Sciences) სასწავლებლად.

07
იან
Sias Summer Camp 2017

Sias International university, China - აცხადებს სტუდენტების მიღებას სამ კვირიან (1 ივლისი-20 ივლისი )საზაფხულო პროგრამაზე.

01
იან
ევროპის კოლეჯის სრული სამაგისტრო სტიპენდიები

ევროპის კოლეჯი ქართველ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს სთავაზობს სრულ სტიპენდიებს ევროპათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამებზე სასწავლებლად ბრიუგესა (ბელგია) და ვარშავაში

31
დეკ
ამერიკის საელჩოს გაცვლითი პროგრამა

ამერიკის საელჩომ გამოაცხადა  #UGRAD-ის გაცვლითი პროგრამა ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. 

 

25
დეკ
JunkThon

24-25 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, სტარტაპ აქსელერატორის C10-ის მიერ ორგანიზებული შეჯიბრი ჯანქთონი გაიმართა.

კონკურსანტებს დახვდათ მეორადი, გამოუსადეგარი და დაძველებული ელექტრო ტექნიკა, რომლისგანაც მათ 2 დღის განმავლობაში უნდა შეექმნათ რაიმე ახალი და საინტერესო.

22
დეკ
JTI კონკურსის გამარჯვებულები

JTI (Japan Tobacco International) -იმ  კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის ბიზნესის  სკოლის  III და IV კურსის სტუდენტებისთვის ჩაატარა კონკურსი სემესტრული დაფინანსების მოსაპოვებლად.

20
დეკ
ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი) აცხადებს კონკურს სტიპენდიების მისაღებად

ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი) აცხადებს კონკურს სტიპენდიების მისაღებად სოციალურ მეცნიერებებში დოქტორის ხარისხის მქონე პირთათვის და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისათვის.

19
დეკ
საკონფერენციო თემების კონკურსი
19 დეკემბერს, გავაზის საჯარო სკოლაში(ყვარელი, კახეთი) ჩატარდა საკონფერენციო თემების კონკურსი,​ რომელშიც კავკასიის უნივერსიტეტი თანასპონსორის სახით იყო ჩართული. საუკეთესო თემის ავტორ მოსწავლეებს კავკასიის უნივერსიტეტისგან გადაეცათ სამსახსოვრო პრიზები. 

 

16
დეკ
ზამთრის სკოლა

ზამთრის სკოლა 2017 არის პრაღის ფინანსთა და ადმინისტრირების უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო პროგრამა, სადაც სტუდენტები მოიპოვებენ 3 ECTS კრედიტს საერთაშორისო ბიზნესში და აღმოაჩენენ ჩეხეთის რესპუბლიკას, კულტურასა და ბიზნესს

13
დეკ
Erasmus + გაცვლით პროგრამები 2017 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს 2017 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის Erasmus + გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას

13
დეკ
"ლურჯი ოკეანის" პრეზენტაცია

13 დეკემბერს, გამომცემლობა "პალიტრა L" -მა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორებისთვის გამართა ბიზნეს ლიტერატურის ახალი სერიის "ლურჯი ოკეანის" პრეზენტაცია.

12
დეკ
International Citizen Media Award 2017

The Citizen Media Centre Bennohouse Munster-ისა და European Youth4Media Network-ის ორგანიზებით, გამოცხადდა კონკურსი საუკეთესო ვიდეო და აუდიო ჩანაწერების შექმნაზე.

12
დეკ
პროფესორ ვიქტორ ვოლკერის ტრენინგი

Tailor Made Training Programm TMT- ის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ნიდერლანდების საგრანტო პროგრამების მიერ, მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლის პროფესორმა, ვიქტორ ვოლკერმა, 2016 წლის 12-16 დეკემბერს კავკასიის უნივერსიტეტში გამართა ერთკვირიანი ტრენინგი

10
დეკ
CSG - დოკუმენტური ფილმის ჩვენება

10 დეკემბერს კავკასიის უნივერსიტეტის მშვიდობის კვლევების ინსტიტუტში კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის (CSG)  კლასგარეშე საგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში გაიმართა დოკუმენტური ფილმის -  წყალდიდობამდე (Before the Flood, 2016) ჩვენება. 

01
დეკ
ზაარლანდის უნივერსიტეტის სტიპენდია

ზაარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია) აცხადებს კონკურსს 2 თვიანი კვლევითი სტიპენდიების მისაღებად დოქტორანტურის სტუდენტებისათვის საერთაშორისო ან ევროპული სამართლის მიმართულებით

30
ნოე
იაპონიის ტურისტული კომპანიის (JTB) წარმომადგენლობი სტუმრად ტურიზმის სკოლაში

30 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლამ უმასპინძლა იაპონიის ტურისტული კომპანიის (JTB) წარმომადგენლობას, რომელიც იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს, JICA-ს ტენდერში გამარჯვებული ტურისტული კომპანიაა. მისი მიზანია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნების ტურიზმის განვითარების საკითხების შესწავლა.

30
ნოე
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტელეკომპანია "იმედთან"

30 ნოემბერს, პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში კავკასიის მედიის სკოლასა და ტელეკომპანია "იმედს" შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ტვ "იმედის" სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამებში მედიის სკოლის სტუდენტების მონაწილეობას. 

29
ნოე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის თავჯდომარის ვიზიტი

29 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის სტუდენტებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე, გიორგი ხიმშიაშვილი შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტების ინფორმირება აღნიშნული ორგანიზაციისა და იმ პროექტების შესახებ, რომელში მონაწილეობის შესაძლებლობაც ეძლევათ სამართლის სკოლის სტუდენტებს.

23
ნოე
CU-ს სტუდენტური თვითმმართველობის ახალი გუნდი

18 ნოემბერს, ჩატარდა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები. CU-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ბიძინა ერაძე. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავეს თორნიკე გელოვანმა და ილია ლაზიშვილი.

 

18
ნოე
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - ’’საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები”

18 ნოემბერს სასტუმრო ’’ბომონდ გარდენში’’ კავკასიის უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ორგანიზებით, თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრის თანამონაწილეობითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ხელშეწყობით სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ”საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები’’ გაიმართა.