სიახლეები

18
სექ
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - ,,თანასწორობა ანტიკურ რეალობაში’’

კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - ,,თანასწორობა ანტიკურ რეალობაში’’.

17
სექ
წიგნის თარგმნის პროგრამა 2024-ის საწყისი შეხვედრა გაიმართა

13 სექტემბერს, წიგნის თარგმნის პროგრამა 2024-ის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის - “ადამიანები და რეალობა - სწრაფი და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება ექსპერიმენტების საშუალებით” საწყისი (kick-off) შეხვედრა გაიმართა.

17
სექ
ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი 3 წლიანი პროგრამის სტუდენტები რენში (საფრანგეთში) იმყოფებიან

CU-ის და რენის ბიზნესის სკოლის ერთობლივი 3 წლიანი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის პირველი მიღების სტუდენტები უკვე რენში, საფრანგეთში, იმყოფებიან, სადაც ისინიც სწავლის ბოლო წელს გაატარებენ.

17
სექ
CU-სა და Sciences Po ტულუზას შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია

16 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტსა და Sciences Po ტულუზას, საფრანგეთი, შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

11
სექ
პანელური დისკუსია - „მედია და ჟურნალისტიკა დეზინფორმაციის წინააღმდეგ და კიბერსაფრთხეები საზოგადოებისთვის“

კავკასიის მედიის სკოლის დეკანმა, ნინო ჟიჟილაშვილმა კარპაჩის 33-ე ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. პანელური დისკუსიის თემა იყო „მედია და ჟურნალისტიკა დეზინფორმაციის წინააღმდეგ და კიბერსაფრთხეები საზოგადოებისთვის“.

10
სექ
პროექტი „ადამიანები და რეალობა“ წიგნის თარგმნის პროგრამის გამარჯვებულია

პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის მიერ ქართულ ენაზე ითარგმნება ცნობილი ავტორისა და მეწარმის გიფ კონსტებლის ადამიანები და რეალობა: სწრაფი ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება ექსპერიმენტების საშუალებით.

10
სექ
CU-ის ფოლკლორული ანსამბლი კაბადოკიის ღვინის ფესტივალზე

კავკასიის უნივერსიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა, ხათუნა ყაზიშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო კაბადოკიაში გამართულ ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე.

09
სექ
ვორკშოპი ,,საჯარო მონაცემების ხელმისაწვდომობა კვლევის ერთ-ერთი მეთოდი''

კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა  პროექტის ფარგლებში  - “საჯარო მმართველობის პროგრამების გაძლიერება კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში”  ჩაატარებს ვორქშოფს თემაზე: „საჯარო მონაცემების ხელმისაწვდომობა, როგორც კვლევის მეთოდი“.

09
სექ
საორიენტაციო შეხვედრა საერთაშორისო ხარისხის მაძიებელი სტუდენტებისათვის

6 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა საერთაშორისო ხარისხის მაძიებელ სტუდენტებს კამპუსში უმასპინძლა.

06
სექ
CSL-ის კურსდამთავრებული სწავლას ლეიდენის სამართლის და ციფრული ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს

სამართლის სკოლის კურსდამთავრებული ანასტასია მენაბდე საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ სწავლას ლეიდენის უნივერსიტეტის სამართლის და ციფრული ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს.

05
სექ
პრე-აქსელერატორი სამცხე ჯავახეთში - დემო დღე

3 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრმა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და მხარდაჭერით გამართა სამცხე-ჯავახეთის პრე-აქსელერაციის პროგრამის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე.

05
სექ
საინფორმაციო შეხვედრა პრე-აქსელერატორი ქვემო ქართლში

2 სექტემბერს, რუსთავში, კოლეჯ მოდუსში გაიმართა ქვემო ქართლის პრე-აქსელერაციის პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ პროგრამასთან დაკავშირებით მიეღოთ დეტალური, ამომწურავი ინფორმაცია.

03
სექ
გაცნობითი შეხვედრა cu-ის ელჩებთან

2 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტ კახა შენგელიასა და უნივერსიტეტის ახალ ელჩებს შორის გაცნობითი სახის შეხვედრა შედგა.

02
სექ
საორიენტაციო შეხვედრა საერთაშორისო სტუდენტებთან

2 სექტემბერს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში (Erasmus+/ Bilateral Exchange) მონაწილე სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებიც სასწავლო პროცესს მიმდინარე აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრიდან დაიწყებენ.

29
აგვ
პირველკურსელთა საბუთების მიღება

პირველკურსელთა საბუთების მიღება დაიწყო.

27
აგვ
CSL-ის სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულის მონოგრაფიული ნაშრომი გამომცემლობა ,,ბონა კაუზა''-მ გამოსცა

კავკასიის უნივერსიტეტისა და გამომცემლობა „ბონა კაუზა“-ს მიერ გამოიცა სამართლის სკოლის სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულის, პროფესორ ირაკლი შამათავას მონოგრაფიული ნაშრომი „მხარეთა უფლება მოვალეობების თანაბარზომიერი დაცვის სტანდარტი სესხის ხელშეკრულებაში“.

 

26
აგვ
თენგიზ ვერულავას კვლევა მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა

მაღალრეიტინგულ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში The Ethiopian Journal of Health Development გამოქვეყნდა თენგიზ ვერულავას კვლევა "Anti-Tobacco Counseling Practice and Physicians' Attitudes towards Tobacco Smoking".

02
აგვ
კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორები

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი 2024-ის ფარგლებში, საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა მსოფლიოში გამოჩენილ მეცნიერებს, საზოგადო მოღვაწეებს გამორჩეული საქმიანობისთვისა და განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის ქართული საგანმანათლებლო სივრცის განვითარებაში.

02
აგვ
საზაფხულო სკოლა - „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“

კავკასიის მედიის სკოლის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლის - „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ - მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

01
აგვ
CSA-ის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა

23 ივლისს, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის სტუდენტების საბაკალავრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.