კავკასიის უნივერსიტეტსა და ლაიფციგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს (HTWK Leipzig) შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება - ერთობლივი საზაფხულო სკოლა, რომელიც გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ სრულად დაფინანსდება.
პროგრამა ორ ეტაპად განხორციელდება: საწყის ფაზაში მონაწილეები დისტანციურ პროგრამაში ჩაერთვებიან, შემდგომში კონკურსის საფუძველზე შერჩეული კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის სტუდენტები სექტემბერში ერთკვირიანი მობილობით გაემგზავრებიან ლაიფციგში, პარტნიორ უნივერსიტეტში.
კავკასიის უნივერსიტეტი HTWK Leipzig-თან მრავალმხრივ თანამშრომლობს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ბილატერალური გაცვლისა და Erasmus+ პროგრამების ფარგლებში, რაც მოიცავს როგორც სტუდენტების, ისე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას.
ინტერნაციონალიზაციის პროცესის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტი აქტიურად ახორციელებს სტრატეგიული მნიშვნელობის პროგრამებსა და პროექტებს პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად, რაც ხელს უწყობს სტუდენტთა ჩართულობას გლობალურ აკადემიურ სივრცეში.