CU-ის ფოლკლორული გუნდის კიდევ ერთი წარმატება

24 ივნისი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის ფოლკლორული გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია სტუდენტებისგან, თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფესტივალზე ქალაქური ფოლკლორით წარსდგა.

 

გუნდი დაჯილდოვდა ქართული ტრადიციული მუსიკის ცნობადობის ზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიგელითა და საფესტივალო პრიზით.