მიღების წესი
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს:
- ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
- საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება
- ტესტირება ინგლისურ ენაში და გასაუბრება
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- შევსებული online აპლიკაცია (მასთან ერთად სამოტივაციო წერილი, სადაც უნდა აღწეროთ თუ რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ამ პროგრამაზე სწავლა და როგორ დაგეხმარებათ იგი პროფესიულ ზრდაში, CV და ფოტოსურათი)
- ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის და ნიშნების ფურცელის ასლი ან უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ
- უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომი უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ
- უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტ(ებ)ი უნდა წარმოადგინოთ ქართულად თარგმნილი და დამოწმებული ნოტარიულად
- პირადობის მოწმობის ასლი
- სარეკომენდაციო წერილი
- სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისთვის)
- ორი ცალი ფერადი ფოტოსურათი 3X4
- საერთო სამაგისტრო გამოცდის საგამოცდო ბარათი
თარიღები:
-
საბუთების მიღება: 2 სექტემბრის ჩათვლით - ოთახი A2
-
მისაღები და საგრანტო ტესტირება: 3 სექტემბერი, 2022
-
მიმღებ კომისიასთან გასაუბრება: 6-7 სექტემბერი, 2022
სწავლის საფასური
- პროგრამის ფასი რეზიდენტისთვის - 10,000 ევრო
- არარეზიდენტისთვის - 14,000 ევრო
- ერთი კომპანიიდან 3 და მეტი თანამშრომლის შემთხვევაში მოქმედებს 5%-იანი ფასდაკლება
- გადახდის გრაფიკის განაწილება შესაძლებელია 12 თვეზე თანაბრად.
ნებისმიერ აპლიკანტს შესაძლებლობა აქვს მოიპოვოს CU გრანტი, 20%-იანი დაფინანსება პროგრამის სრულ ღირებულებაზე.
გრანტის მოსაპოვებლად საჭიროა:
- აპლიკანტმა გაიაროს საგრანტო კონკურსი, რაც გულისხმობს ტესტირებას და გასაუბრებას მიმღებ კომისიასთან
კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებზე მოქმედებს 10%-იანი დაფინანსება სრული პროგრამის საფასურზე.
*იმ შემთხვევაში, თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მოიპოვებს 20%-იან გრანტს, მასზე არ განხორციელდება 10%-იანი დაფინანსება