თემატიკა

დღე 1

 

I სესია - 90 წუთი

 

ტრენინგის გახსნა და პრე-ტესტი

 

  • სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული (სმა) ინფექციების გავრცელება - მსოფლიოს და საქართველოს მონაცემები;
  • სმაი-ს გავრცელების ფაქტორები, ინფექციის გადაცემის ჯაჭვი;
  • სმაი-ს აღრიცხვა, შეტყობინება;
  • სტანდარტული განსაზღვრება, აღრიცხვა-შეტყობინების წესი, ჟურნალის წარმოების წესი;
  • ანტიმიკრობული პროფილაქტიკა და თერაპია, ანტიმიკრობული პრეპარატების პროგრამის შედგენის წესი
  • ინფექციის პრევენციის და კონტროლის პროგრამა, მისი შედგენის წესი.

 

ყავის შესვენება

 

  II სესია - 90 წუთი

 

  • ხელის ჰიგიენა - მულტიმოდალური სტრატეგიის არსი;
  • ხელის ჰიგიენის 5 მომენტი;
  • ხელის ჰიგიენის ტექნიკა, პრაქტიკული სავარჯიშო;
  • ხელის ჰიგიენაზე დაკვირვების მეთოდები, ჯანმო-ს საკონტროლო ფურცელი, შედეგების ანალიზი;
  • ხელის ანტისეპტიკური საშუალებების მიმოხილვა;
  • უსაფრთხო ინიექციის ძირითადი პრინციპები:
  • საინექციო მასალასთან მოპყრობის წესები;
  • მედიკამენტებთან მოპყრობის წესები.
  • ხელით მიკროორგანიზმების ჯვარედინი გავრცელება - ვიდეორგოლის ჩვენება

 

III სესია - 30 წუთი

 

  • სტანდარტული უსაფრთხოების ზომები სტომატოლოგიურ დაწესებულებაში, დახასიათება და მნიშვნელობა;
  • გადაცემის გზებზე დაფუძნებული უსაფრთხოების ზომების დახასიათება და მათი მნიშვნელობა

 

IV სესია - 35 წუთი

 

  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (იდს) გამოყენების ზოგადი წესები, შერჩევის კრიტერიუმები;
  • პრაქტიკული სავარჯიშო:
  • ერთჯერადი ხელთათმანების გახდის წესი;
  • ქირურგიული ნიღბის მორგების და მოხსნის წესი;
  • რესპირატორის მორგების და მოხსნის წესი.
  • ფარების და სათვალეების დამუშავების და შენახვის წესი

 

დღე 2

 

V სესია - 60 წუთი

  • პერსონალის უსაფრთხოება;
  • დაზიანების მართვა;
  • პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკა:
  • B ჰეპატიტის განვითარების რისკისას;
  • C ჰეპატიტის განვითარების რისკისას;
  • აივ-ინფექციის განვითარების რისკისას;
  • სამედიცინო პერსონალის სავალდებულო იმუნიზაცია, ეპიდჩვენებით იმუნიზაცია

 

ყავის შესვენება

 

VI სესია - 60 წუთი

 

  • სტომატოლოგიური სამედიცინო მოწყობილობების, საგნების, ინსტრუმენტების დეზინფექცია, მაღალი დონის დეზინფექცია და სტერილიზაციის ზოგადი წესები, დეკონტამინაციის სივრცის ზონირება;
  • წინასასტერილიზაციო დამუშავების ეტაპები;
  • დეზინფექციის დონეები;
  • სპოლდინგის კლასიფიკაცია;
  • შრობა, შეფუთვა;
  • სტერილიზაციის მეთოდები;
  • დამუშავებული სამედიცინო საგნების შენახვის წესები;
  • სტომატოლოგიური სავარძლის ასპირაციული სისტემის დასუფთავების წესი;
  • სადეზინფექციო საშუალებების სპეციფიკაციები;
  • სტერილური ინსტრუმენტების შენახვის პირობები.

 

VII სესია - 65 წუთი

 

  • სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების ნარჩენების მართვა - საკანონმდებლო მოთხოვნები;
  • სამედიცინო დაწესებულებაში წარმოქმნილი ნარჩენების კლასიფიკაცია, სეგრეგაცია, კონტეინერების ფერით მარკირება, ეტიკეტირება, პრაქტიკული ჩვენება;
  • რეციკლირებადი ნარჩენები, ნარჩენების პრევენცია;
  • შერეული ნარჩენების მართვა;
  • დროებითი შენახვა და ტრანსპორტირება, ელექტრონული ანგარიშგება და ჟურნალის წარმოების წესი;
  • ნარჩენების გეგმის მნიშვნელობა და გატანის გეგმა-გრაფიკი;
  • სხვადასხვა კატეგორიის თხევადი ნარჩენების დაღვრის მენეჯმენტი;
  • სახიფათო ნარჩენების ინსენერაცია;
  • გარემოსდაცვითი მმართველის როლი.

 

VIII სესია - 60 წუთი

 

  • სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების გარემოს დასუფთავების მნიშვნელობა, ზოგადი წესები;
  • ძირითადი დამაბინძურებლები, ჯვარედინი კონტამინაცია;
  • დასუფთავების მეთოდოლოგია, ფერით მარკირების პრინციპები;
  • ხშირად შეხებადი ზედაპირების დასუფთავება;
  • სანიტარული სივრცის მოწყობის წესი, დასალაგებელი ინვენტარის სპეციფიკაციები;
  • დალაგებისთვის განკუთვნილი ქიმიური საშუალებები;
  • დალაგების პროცესის მონიტორინგი, დასუფთავების აღრიცხვა.

 

პოსტ ტესტი და ტრენინგის შეჯამება.