გამარჯვებულებმა კონკურსის ორგანიზატორთაგან მიიღეს სპეციალურ პრიზები:
I ადგილი – ლიკა დაუშვილი, ანი შარაშენიძე, მარი ქოჩორაშვილი "Enjoy the Little Things"–პრიზი: 1000 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარებში);
II ადგილი – ლევან ჟორჟოლიანი "I want to see Paris" – პრიზი: 500 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარებში);
III ადგილი – მარიამ ნიკოლაიშვილი "Irina Apkhaidze is only girl in Equestrian Team of Georgia" – პრიზი: iPad.
ასევე, დაჯილდოების ცერემონიალზე გათამაშდა iPod Nano, რომელიც კონკურსის მონაწილემ მარიამ ბანძელაძემ მიიღო.
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ:
- ნინო ჟიჟილაშვილი – კავკასიის მედიის სკოლის დეკანი;
- ბექა ადამაშვილი – კავკასიის მედიის სკოლის კურსდამთავრებული, სტუდენტური პროექტების ორგანიზატორი;
- ჯუდი ელიოტი – აშშ–ს საელჩოს ინგლისური ენის შესწავლის პროგრამის მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ კონკურსი გამოცხადებული იყო კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის. მონაწილეებს ევალებოდათ საქართველოსთან დაკავშირებული ნებისმიერი თემის ვიზუალიზაცია და მისი ინგლისურად გახმოვანება, ან სუბტიტრირება.
{phocagallery view=category|categoryid=320|limitstart=0|limitcount=0}