ვიდეოკონკურს „CUჟეტში" გამარჯვებულების დაჯილდოება

11 იანვარი


გამარჯვებულებმა კონკურსის ორგანიზატორთაგან მიიღეს სპეციალურ პრიზები:

I ადგილი – ლიკა დაუშვილი, ანი შარაშენიძე, მარი ქოჩორაშვილი "Enjoy the Little Things"–პრიზი: 1000 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარებში);
II ადგილი – ლევან ჟორჟოლიანი "I want to see Paris" – პრიზი: 500 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარებში);
III ადგილი – მარიამ ნიკოლაიშვილი "Irina Apkhaidze is only girl in Equestrian Team of Georgia" – პრიზი: iPad.

ასევე, დაჯილდოების ცერემონიალზე გათამაშდა iPod Nano, რომელიც კონკურსის მონაწილემ მარიამ ბანძელაძემ მიიღო.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ:

  • ნინო ჟიჟილაშვილი – კავკასიის მედიის სკოლის დეკანი;
  • ბექა ადამაშვილი – კავკასიის მედიის სკოლის კურსდამთავრებული, სტუდენტური პროექტების ორგანიზატორი;
  • ჯუდი ელიოტი – აშშ–ს საელჩოს ინგლისური ენის შესწავლის პროგრამის მონაწილე.

შეგახსენებთ, რომ კონკურსი გამოცხადებული იყო კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის. მონაწილეებს ევალებოდათ საქართველოსთან დაკავშირებული ნებისმიერი თემის ვიზუალიზაცია და მისი ინგლისურად გახმოვანება, ან სუბტიტრირება.

{phocagallery view=category|categoryid=320|limitstart=0|limitcount=0}