"Start Game" კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პირველი კურსის სტუდენტის, შოთა დათეშიძის გამარჯვებით დასრულდა. თამაშის ბოლო მინიშნება ფინალში გასულ სამ მოთამაშეს კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, კახა შენგელიას ისტორიის წიგნში უნდა მოეძებნათ. ფინალში ასპარეზობდა ასევე კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პირველი კურსის სტუდენტი გიორგი ბაქრაძე და ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტი დაჩი ჯაჭვაძე. ფინალში გასულ ორ მოთამაშეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ მეხსიერების ბარათები და მაისურები გადასცა, ხოლო თამაშის გამარჯვებულს - "Ipod Touch" გადაეცა. შეგახსენებთ, რომ "CU CUP"-ის წესების თანახმად, "Start Game"-ში გამარჯვებული სტუდენტის სკოლას 20 ქულა მიენიჭება.
{phocagallery view=category|categoryid=164|limitstart=0|limitcount=0}
{phocagallery view=category|categoryid=164|limitstart=0|limitcount=0}