შეხვედრა ირაკლი ქაშიბაძესთან

23 ნოემბერი 2011


სკოლის დეკანმა, გიორგი დათუკიშვილმა, სკოლის ისტორიასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ირაკლი ქაშიბაძემ შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციების დანერგვა გააცნო. კერძოდ, იგი მობილური პროგრამირების განვითარების ხელშეწყობის პროექტს შეეხო და ამ მიმართულებით დაინტერესებულ სტუდენტებთან შეხვედრაც კი დაგეგმა.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობდა და საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.