შეხვედრა ირაკლი ქაშიბაძესთან

11 იანვარი

24 ნოემბერს, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, სანფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ქაშიბაძე ეწვია.

სკოლის დეკანმა, გიორგი დათუკიშვილმა, სკოლის ისტორიასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ირაკლი ქაშიბაძემ შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციების დანერგვა გააცნო. კერძოდ, იგი მობილური პროგრამირების განვითარების ხელშეწყობის პროექტს შეეხო და ამ მიმართულებით დაინტერესებულ სტუდენტებთან შეხვედრაც კი დაგეგმა.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობდა და საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.