კონკურსი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში

11 იანვარი

2011 წლის 25-27 ნოემბერს, შინდისში, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლობისა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული კონკურსი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში ჩატარდა.

 

კონკურსის ფინალში წარმოდგენილი იყვნენ კავკასიის სამართლის სკოლისა და ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები. კონკურსში გაიმარჯვა კავკასიის სამართლის სკოლის გუნდმა ანი ჩიქოვანის, მარიამ კობიაშვილისა და ნათია ზოიძის შემადგენლობით.