11 ოქტომბერს, უზენაეს სასამართლოში, კონსტანტინე კუბლაშვილი უმაღლესი სასწავლებლების სამართლის დეკანებს შეხვდა. შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები, არა მარტო თბილისიდან, არამედ რეგიონებიდანაც.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სტუმრებს სასამართლოს მიერ შექმნილი ორი ახალი პროექტი: გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა და უზენაესი სასამართლოს არქივის ელექტრონული პროგრამა გააცნო. კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით, ამ პროგრამების აქტიური მომხმარებლები, სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად, იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და დოქტორანტები იქნებიან.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს რამდენიმე საინტერესო აქტივობის განხორციელება შესთავაზა, მათ შორის, სასამართლო დარბაზების გამოყენება იმიტირებული პროცესების ჩასატარებლად.
უზენაეს სასამართლოსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. შეხვედრაზე მონაწილეობდნენ კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, ზაზა მარუაშვილი და პროფესორი დავით იმნაძე.
შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან
11 იანვარი