პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 200 მობილობა: 57 საბაკალავრო საფეხურზე, 47 - სამაგისტროზე, 19 - პოსტსადოქტოროზე, 37 - სადოქტოროზე და 40 - აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
მიმდინარე წლის 19 დეკემბერს გამოცხადდა გაცვლითი პროგრამა HUMERIA-ს კონკურსი რომელიც სტუდენტებს, მკვლევრებსა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალს საშუალებას აძლევს იმაღლონ კვლაიფიკაცია ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. განაცახდების წარდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 24 თებერვალი.
ევროკომისიის პროგრამა "Erasmus Mundus" არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისკენ.
პროგრამის მეორე აქტივობა Erasmus Mundus Action 2 (Mobility) გულისხმობს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას ევროპული და არაევროპული ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროგრამის ფარგლებში სრულად დაფინანსდება მობილობა (ერთი ან მეტი სემესტრის გატარება) ბაკალავრების, მაგისტრების, დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის, ასევე უნივერსიტეტის თანამშრომლებისათვის (ტრენინგი, სწავლება, კვლევა) პროგრამის მონაწილე უნივერსიტეტებში ევროპის მასშტაბით.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ მითითებული ბმული.