31 მარტს, სასტუმროში „შერატონ მეტეხი პალასი" კავკასიის უნივერსიტეტსა და ზემო ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მემორანდუმით საფუძველი ჩაეყარა ახალი უნივერსიტეტის დაარსებას საქართველოში, სახელწოდებით „ზემო ავსტრიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი კავკასიაში." ახალი უმაღლესი სასწავლებელი – კავკასიის უნივერსიტეტისა და ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი იქნება;
ღონისძიებას დაესწრო საქართველოში სპეციალურად ჩამოსული დელეგაცია - ზემო ავსტრიის ეკონომიკის, შრომის, ტურიზმისა და სპორტის მინისტრი პროფესორი მაიკლ სტაგლი, ზემო ავსტრიის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დორის ჰამერი და ზემო ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პრეზიდენტი დოქტორ გერალდ რეიზინგერი; ასევე ქართული მხარის წარმომადგელები: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია.
უნივერსიტეტი აღიჭურვება ევროპაში აპრობირებული უახლესი ლაბორატორიებითა და ტექნოლოგიებით; დაკომპლექტდება ევროპის მასშტაბით საუკეთესო აკადემიური პერსონალით; იგეგმება ასევე, ერთობლივი კვლევის, ლექციებისა და სიმპოზიუმების ჩატარება; სტუდენტთა და თანამშრომელთა გაცვლითი პროგრამების განხორციელება; ერთობლივი პროექტებით საგანმანათლებლო სივრცის დაახლოება ევროპის მასშტაბით აღიარებულ სტანდარტებთან.
ორი ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტის თანამშრომლობის მიზანია კავკასიის რეგიონში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებო პროგრამების განხორციელება, შესაბამისი განათლების მიწოდება და ხარისხის მინიჭება. საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებებია: მექანიკური ინჟინერია (Automation Engineering), ელექტრო ინჟინერია (Electrical Engineering) და სამოქალაქო და სამშენებლო ინჟინერია (Civil and Construction Engineering).
{phocagallery view=category|categoryid=474|limitstart=0|limitcount=0}