ღონისძიებას უცხოელი სტუმრები, უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა და British-American Tobacco კავკასიის დირექტორმა კორპორატიულ და მარეგულირებელ საკითხებში ზვიად სხვიტაძემ.
ცერემონიალზე საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ სიას საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზიდენტს შონ ჩენს, გვადალახარას უნივერსიტეტის პრეზიდენტს ანტონიო ლეანიო რეიესსა და კომპანიის Caucasus Necture Products პრეზიდენტს ამარჯით სინგჰტ ჯატანას. მათ დამწრე სტუმრებს სიტყვით მიმართეს და კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის ტურიზმის სკოლას წელს პირველად ჰყავდა გამოშვება.
დიპლომების გადაცემის ცერემონიალი არაოფიციალური მიღებით დასრულდა.
{phocagallery view=category|categoryid=553|limitstart=0|limitcount=0}