პროექტი განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის მიერ, საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის მონაწილეობით.
2014 წელს განხორციელებულმა ცხრა ექსპედიციამ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ქართული მხარეები (არტანი, ერუშეთი, კოლა, პალაკაციო, ფოსო, ჯავახეთი და სამცხის ნაწილი) შეისწავლა. კვლევის შედეგად დაფიქსირდა წერილობითი წყაროებიდან ცნობილი 118 ისტორიული ძეგლის ამჟამინდელი მდგომარეობა. შესწავლილ ტერიტორიაზე გამოვლინდა 144 უცნობი ისტორიული ძეგლი, რომლებიც არ არის მოხსენიებული ჩვენთვის ცნობილ წერილობით წყაროებში.
ნაშრომი გამოიცა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, 2013 წელს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის –„თურქეთში მდებარე ქართული ისტორიული მხარეების ტაო–კლარჯეთისა და კოლა–არტანის ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების კატალოგის" ფარგლებში.
პროექტის მიზანია დაეხმაროს ისტორიკოსებს, ხელოვნების ისტორიკოსებს, ისტორიული გეოგრაფიის და პალეოგრაფიით დაინტერესებულ მკვლევრებს ქართული კულტურის კვლევის საკითხებში;
{phocagallery view=category|categoryid=613|limitstart=0|limitcount=0}