კონფერენციის თემა იყო :დემოკრატიული მმართველობის მშენებლობა ევროკავშირის ადმინისტრაციული პრინციპების საფუძველზე კავკასიის რეგიონში.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 70-მა მონაწილემ სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.
მოწვეულმა სპიკერებმა ევროპის სხვადასხვა ინსიტიტუტებიდან, წარმოადგინეს პრეზენტაციები სხვადასხვა თემებზე, მათ შორის განათელბის როლზე დემოკრატიული მმართველობის მშენებლობის პროცესში, ევროკავშირის გამოცდილებაზე ამ მიმართულებით და უმაღლესი განათლების როლზე საჯარო მმართველობაში.
შეხვედრის დასასრულს ხელი მოწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კავკასიის უნივრესიტეტსა და პროექტის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის.
პროექტს ახორციელებს NISPAcee და კავკასიის უნივერსიტეტი, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის დაფინანსებით.
პროექტის მხარდამჭერი - ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი, www.visegradfund.org.
{phocagallery view=category|categoryid=636|limitstart=0|limitcount=0}