ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის საკრებულოსთან

11 იანვარი
როგორც კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ განაცხადა, მემორანდუმის მიზანს მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარება და განმტკიცება, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში ახალგაზრდა თაობის ჩართულობის უზრუნველყოფა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომდგენლობითი ორგანოს მიმართ ახალგაზრდების ნდობის და ინტერესის ამაღლება წარმოადგენს.

თევდორე კობახიძის განმარტებით, მემორანდუმის ხელმომწერ მხარეებს ერთობლივი ურთიერთშეთანხმებული საქმიანობის განხორციელების, კერძოდ, უმაღლესი აკადემიური განათლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების პროფესიული მომზადებისა და განვითარების ხელშეწყობის, სასწავლო პროცესში სტუდენტების მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცების, კომისიის საქმიანობის პროცესში ჩართულობით პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და განმტკიცების საშუალება ექნებათ.


{phocagallery view=category|categoryid=802|limitstart=0|limitcount=0}