6-7 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა Erasmus + CBHE პროექტის - RE-DIRECTION – Redefining Higher Education on a digital context, while promoting a common, inclusive and sustainable framework based on EU best practices and policy recommendations ფარგლებში პროექტის პერსონალის ტრენინგს უმასპინძლა.
ღონისძიებას კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი - აკაკი კაპანაძე, კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი - მაქსიმ იავიჩი და პროფესორი - სერგეი სიმონოვი.
ღონისძიების პირველი დღე დაეთმო ინკლუზიურობის პრინციპების გაცნობასა და სახელმძღვანელოს პრეზენტაციას, ასევე, პროექტის პერსონალმა განიხილა ელექტრონული სასწავლო პლატფორმების როლი ინკლუზიური განათლებისთვის და მასთან დაკავშირებული გამოწვევები.
ინტენსიური ტრენინგების მეორე დღეს პროექტის წარმომადგენლებმა განიხილეს პილოტირების ოპერაციული საკითხები, ასევე, მონაწილეობა მიიღეს ვორქშოფებში ICT-ისა და მდგრადი განვითარების კონტექსტში ელექტრონული სწავლების ინტეგრირების თაობაზე, გარდა ამისა, დაესწრნენ ტრენინგს ციფრული ინფორმაციის მართვის შესახებ. ინტერაქციულ სესიებთან ერთად, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ლაბორატორიები. ღონისძიების დასკვნით ნაწილში მონაწილეებმა ისაუბრეს დაგეგმილ საერთაშორისო ღონისძიებაზე და სამომავლო გეგმებზე.
ღონისძიების ძირითად მიზანს პროექტის მონაწილე პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენდა, კერძოდ - მათი ცოდნისა და უნარების გაძლიერება ინკლუზიური კომუნიკაციის, ელექტრონული სწავლების (e-learning), ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებისა და მდგრადი განვითარების პროცესში ელექტრონული სწავლების ინტეგრირების მიმართულებით. 2 დღიანმა ინტენსიურმა ტრენინგმა მონაწილეები მოამზადა პროექტის პილოტირების ეტაპისა და დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიების ეფექტურად განხორციელებისთვის.
პროექტში კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად ჩართულია 15 კერძო და საჯარო ორგანიზაცია, მათ შორის ევროპის წამყვანი უნივერსიტეტები გერმანიიდან, საბერძნეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან, ასევე პროექტის მხარდამჭერია საქართველოსა და უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები.
Funded by the European Union. Views and opinions expressed are however those of the author(s) only and do not necessarily reflect those of the European Union or European Education and Culture Executive Agency (EACEA). Neither the European Union nor the European Education and Culture Executive Agency can be held responsible for them.