ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია

30 დეკემბერი 2020

29 დეკემბერს კავკასიის უნივერსიტეტმა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია მიიღო. 

 

პროგრამის მისიაა არაქართულენოვანი სკოლების სკოლადამთავრებული აბიტურიენტების კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა ქართული ენის ცოდნისა და უმაღლეს სასწავლებლებში ქართულენოვან პროგრამებზე სწავლის გაგრძელების თანაბარი სასტარტო პირობების შექმნით.

 

პროგრამის სტუდენტთა შემდგომი წარმატების, ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზებისა და ღირსეული ცხოვრებისათვის სხვა აბიტურიენტებთან თანაბარ და სამართლიან პირობებში ჩაყენება. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს სტუდენტის მიერ ენათა ზოგადევროპულ ჩარჩოზე (CEF) დაყრდნობით განსაზღვრული მინიმალური ენობრივი კომპეტენციის სავალდებულოდ დაუფლება, რათა პროგრამის დასრულების შემდეგ მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურზე, ნებისმიერი სპეციალობით, ასევე მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო ქართულენოვან პროგრამაზე.

 

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვთ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების, ხოლო ოსურენოვან და აფხაზურენოვან საქართველოს მოქალაქე აბიტურიენტებს მხოლოდ აფხაზური ან ოსური ენის გამოცდების შედეგების საფუძველზე.

 

სწავლება მიმდინარეობს მხოლოდ ქართულ ენაზე.