2018-2019 აკადემიური წლის აკრედიტაციის პროცესი

1 აპრილი 2019

2018-2019 აკადემიურ წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კავკასიის უნივერსიტეტის 6 საგანმანათლებლო პროგრამას ხელახალი აკრედიტაცია მიანიჭა, ასევე უნივერსიტეტს დაემატა 3 ახალი პროგრამა.

 

ხელახალი აკრედიტაცია მიენიჭა შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს:

 

  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამა;
  • სამართლის საბაკალავრო პროგრამა;
  • სამართლის სამაგისტრო პროგრამა;
  • სამართლის სადოქტორო პროგრამა;
  • დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა;
  • საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა.

 

აღნიშნულ პერიოდში კავკასიის უნივერსიტეტს შეემატა სამი ახალი საგანმანათლებლო პროგრამა:

 

  • მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა;
  • ეკონომიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა;
  • ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა.

 

კავკასიის უნივერსიტეტში გრძელდება საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესი.

 

აღსანიშნავია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 10 სექტემბრის №68 გადაწყვეტილებით, კავკასიის უნივერსიტეტს 1000-ით გაეზარდა სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა და განისაზღვრა 5000-ით.