2018-2019 აკადემიურ წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კავკასიის უნივერსიტეტის 6 საგანმანათლებლო პროგრამას ხელახალი აკრედიტაცია მიანიჭა, ასევე უნივერსიტეტს დაემატა 3 ახალი პროგრამა.
ხელახალი აკრედიტაცია მიენიჭა შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს:
- საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამა;
- სამართლის საბაკალავრო პროგრამა;
- სამართლის სამაგისტრო პროგრამა;
- სამართლის სადოქტორო პროგრამა;
- დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა;
- საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა.
აღნიშნულ პერიოდში კავკასიის უნივერსიტეტს შეემატა სამი ახალი საგანმანათლებლო პროგრამა:
- მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა;
- ეკონომიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა;
- ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა.
კავკასიის უნივერსიტეტში გრძელდება საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესი.
აღსანიშნავია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 10 სექტემბრის №68 გადაწყვეტილებით, კავკასიის უნივერსიტეტს 1000-ით გაეზარდა სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა და განისაზღვრა 5000-ით.