ალმათის მენეჯმენტის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი CU კამპუსში

16 სექტემბერი 2021

16 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტს ალმათის მენეჯმენტის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ.

 

სტუმრებს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ, საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ირენა მელუა, ალმათის მენეჯმენტის უნივერსიტეტის პრეზიდენტი და დამფუძნებელი ასილბეკ კოჟახმეტოვი, უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ჯანათ ბერდალინა და მარალ კოჟახმეტოვა.  

 

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ერთობლივი კვლევებისა და პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

 

კავკასიის უნივერსიტეტსა და ალმათის მენეჯმენტის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2019 წელს გაფორმდა.