13 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში ამერიკის შეერთებული შტატების კონსულის საქართველოში, ჟენეტ რებერისა და კულტურის ატაშეს, ჯულიოს თაის ოფიციალური ვიზიტი გაიმართა.
ამერიკის შეერთებული შტატების კონსულმა და კულტურის ატაშემ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა თემებზე: "საზღვარგარეთ სწავლა და აკადემიური გაცვლითი პროგრამების ასპექტები აშშ-ში - პროგრამების ხელმისაწვდომობა, ვიზის აპლიკაციის შევსება და მოპოვების შესაძლებლობა."
შეხვედრას დაესწრნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, უნივერსიტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები.