ამერიკის შეერთებული შტატების კონსულის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

13 ივნისი 2019

13 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში ამერიკის შეერთებული შტატების კონსულის საქართველოში, ჟენეტ რებერისა და კულტურის ატაშეს, ჯულიოს თაის ოფიციალური ვიზიტი გაიმართა.

 

ამერიკის შეერთებული შტატების კონსულმა და კულტურის ატაშემ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა თემებზე: "საზღვარგარეთ სწავლა და აკადემიური გაცვლითი პროგრამების ასპექტები აშშ-ში - პროგრამების ხელმისაწვდომობა, ვიზის აპლიკაციის შევსება და მოპოვების შესაძლებლობა."

 

შეხვედრას დაესწრნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, უნივერსიტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები.