კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის პროფესორმა ირინე ცინცაძემ სტატია გამოაქვეყნა A დონის საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში.
ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის უახლესი პუბლიკაცია იკვლევს მედიაწიგნიერებისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის თანაკვეთის წერტილებს ციფრული ტრანსფორმაციის კონტექსტში. სამეცნიერო სტატია „მედიაწიგნიერების განზომილებები დიგიტალური ტრანსფორმაციის ინტერკულტურულ პერსპექტივაში“ გვთავაზობს ვერნერ შტეგმაიერის ორიენტაციის ფილოსოფიაზე დაფუძნებულ და რეინტერპრეტირებულ ინოვაციურ კონცეპტუალურ ჩარჩოს, რომელიც ხელს უწყობს, ერთი მხრივ, მედიის კრიტიკულ, ეთიკურ და თანამონაწილეობრივ გამოყენებას და, მეორე მხრივ, ღირებულებებზე ფოკუსირებულ, რეფლექსიურ მიდგომას გლობალური სოციო-კულტურული და პოლიტიკური დისკურსების ნავიგაციისთვის.
სტატია გამოქვეყნდა Q1 კატეგორიის ღია წვდომის სამეცნიერო ჟურნალში Review of Communication Research (RCR ISSN: 2255-4165, Impact Factor 6.3), რომელიც იცავს უმაღლეს აკადემიური სტანდარტებს, ორმხრივად ანონიმური რეცენზირების მკაცრ პროცესსა და მაღალი გავლენის ფაქტორს კომუნიკაციის კვლევებში.
იხილეთ სტატია.