AUF-ის რეგიონალური დირექტორის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

9 ნოემბერი 2023

8 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, AUF-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ დირექტორს, მუჰამედ კეტატას და ამავე ორგანიზაციის პერსონალს უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა დაიგეგმა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუა, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ქეთევან კარბაია და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ანი თავართქილაძე.

 

შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა მიმოიხილეს უნივერსიტეტში განხორციელებული პროექტები და სიახლეები საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით, ასევე სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი 2022 წლიდან ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრია.  საუნივერსიტეტო სააგენტო აერთიანებს 120-მდე ქვეყნის 1000-ზე მეტ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

 

ორგანიზაცია თავის მხრივ, ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო ასოციაციაა, რომელიც არაერთ ახალ შესაძლებლობას ქმნის უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის განვითარების მიმართულებით.