ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე კავკასიის უნივერსიტეტში

1 ივნისი 2019

1-ელ ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გრანდიოზულად აღინიშნა. ღონისძიება სპეციალურად კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლების, სტუდენტების, კურსდამთავრებულების და ლექტორების ბავშვებისთვის გაიმართა.

 

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.

 

CU კამპუსში პატარებისთვის სხვადასხვა აქტივობა იყო დაგეგმილი. მათ დღის განმავლობაში ანიმატორები ართობდნენ. დღის ბოლოს ტორტი ბავშვებთან ერთად საზეიმო ვითარებაში გაიჭრა.

 

ღონისძიებას ჩუღურეთის მაჟორიტარი, რიმა ბერაძე და ადგილობრივი ბავშვებიც დაესწრნენ.