კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლა აცხადებს კონკურსს

11 იანვარი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლა (CSG) აცხადებს კონკურსს პროფესორის (1 ვაკანტური ადგილი), ასოცირებული პროფესორის (1 ვაკანტური ადგილი) აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე:

 

  • საერთაშორისო ურთიერთობები, ფოკუსით ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე - 1 ვაკანტური ადგილი
  • საჯარო მართვა, ფოკუსით ფინანსები და ბიუჯეტირება, რეგულირების გავლენის შეფასება - 1 ვაკანტური ადგილი

 

პროფესორი

 

  • საჯარო მართვა, ფოკუსი: ფინანსები და ბიუჯეტირება, რეგულირების გავლენის შეფასება - 1 ვაკანტური ადგილი

 

ასოცირებული პროფესორი

 

  • საერთაშორისო ურთიერთობები, ფოკუსი: ენერგეტიკული უსაფრთხოება - 1 ვაკანტური ადგილი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

) პროფესორისთვის

 

პროფესორად 7 წლის ვადით აირჩევა შესაბამის დარგში დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება.

 

) ასოცირებული პროფესორისთვის

 

ასოცირებულ პროფესორად 7 წლის ვადით აირჩევა შესაბამის დარგში დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.

 

პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.

 

პიროვნული თვისებები:

 

  • პასუხისმგებლობიანი;
  • სამართლიანი და დისციპლინირებული;
  • კომუნიკაბელური;
  • კრეატიული;
  • მოტივირებული;
  • ცოდნის გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
  • აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
  • დარწმუნების და მოსმენის უნარი;
  • ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • როგორც გუნდში, ისე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.

 

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

 

  • რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე (CV - მოიცავდეს ინფორმაციას სწავლებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ორმაგი ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა;
  • განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის (დოქტორის/მაგისტრის/ბაკალავრიატის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები) ასლები, დოქტორანტების შემთხვევაში - სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ ცნობა;
  • საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობისთვის განსაზღვრული საჭირო დოკუმენტაცია;
  • სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში სხვა უსდ-(ებ)ში არსებული დატვირთვების შესახებ ინფორმაცია;
  • საკანდიდატო/სადოქტორო და სამაგისტრო თემის შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, დარგი, მიმართულება);
  • სტატიების, წიგნების, მონოგრაფიების თუ სხვა სამეცნიერო შრომების შესახებ სრული ინფორმაცია, რომელიც მოიცავს: ნაშრომის სახელწოდებას, გამოქვეყნების ადგილს, თარიღს, გვერდების რაოდენობას და გამომცემლობის დასახელებას, ასევე, ნაშრომის გარე ყდის ასლებს (კონკურსის მიზნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო 5 (ხუთი) წლის მანძილზე არსებული მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სერტიფიკატები, ჯილდოები და სხვა დოკუმენტები;
  • აკადემიური/სამეცნიერო თანამდებობის დაკავების მიზნით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სხვა დოკუმენტაცია, პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები.

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 

 I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა

 II ეტაპი – პრეზენტაცია/გასაუბრება

 III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით!

 

კონკურსის გამოცხადების თარიღი: 11 იანვარი  2023 წ;  

საბუთების მიღება: 2023 წლის 11 თებერვლიდან - 2023 წლის 15 თებერვლის  ჩათვლით;

კონკურსის ჩატარების პერიოდი 2023 წლის  თებერვალი;

კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1;

კონკურსის შედეგების გამოქვეყნების პერიოდი: 2023 წლის თებერვალი

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cu.edu.ge; Tel.: 2 377777.

 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება.