კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია IAUP ნახევარწლიურ შეხვედრაზე ვილნიუსში

4 მაისი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია და ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუა IAUP-ის 2026 წლის ნახევარწლიურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ, რომელიც 2026 წლის 29 აპრილი-1 მაისს, მიკოლას რომერისის უნივერსიტეტში(ლიეტუვა, ვილნიუსი) გაიმართა.

 

პროგრამის მთავარი თემა გახლდათ: „გამძლე გონება, ინოვაციური გზები: უნივერსიტეტები გლობალური ტრანსფორმაციის ლიდერებად, მასში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტების პრეზიდენტები დაგადაწყვეტილების მიმღები პირები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მონაწილეები ჩაერთნენ დისკუსიებში, რომლებიც უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს ეხებოდა.

 

2026 წლის პროგრამა ფოკუსირებული იყო გლობალურ პრიორიტეტებზე, მათ შორის: ხელოვნური ინტელექტი განათლებაში, ინოვაციური ეკოსისტემები, მდგრადობა, ინსტიტუციური განვითარება და უნივერსიტეტების როლის ტრანსფორმაცია სწრაფად ცვალებად და კომპლექსურ გარემოში. ღონისძიებამ ასევე შექმნა მნიშვნელოვანი პლატფორმა დიალოგის, თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

 

პრეზიდენტმა კახა შენგელიამ აქტიური მონაწილეობა მიიღო პროგრამაში და ჩაერთო პანელურ დისკუსიებში, რომელთაც უძღვებოდა დევორა ლიბერმანი: ,,ფილანთროპიის კულტურის ჩამოყალიბება: უნივერსიტეტების განვითარება სტრატეგიული ფანდრეიზინგის გზით’’,  პანელში განხილული იყო, თუ როგორ იყენებენ უნივერსიტეტები  მსოფლიოში ფილანთროპიას, როგორც სტრატეგიულ ინსტრუმენტს  ინოვაციისა და გრძელვადიანი გავლენის უზრუნველსაყოფად. დისკუსია შეეხო დონაციის მდგრადი კულტურის განვითარებას, კურსდამთავრებულებისა და დონორების ჩართულობის გაძლიერებას. მომხსენებლებმა გააზიარეს პრაქტიკული გამოცდილება და ინსტიტუციური მაგალითები, განსაკუთრებული ყურადღებით ლიდერობის სტრატეგიებსა და ფილანთროპიის როლზე უნივერსიტეტების გლობალური მისიის მხარდაჭერაში.

 

,,ლიდერობა ცვლილებების პირობებში IAUP-ის პრეზიდენტთა პერსპექტივები’’ სესია დაეთმო პრეზიდენტების ლიდერობას  გლობალური ტრანსფორმაციის პირობებში  აგრეთვე ყურადღება გამახვილდა  IAUP-ის პუბლიკაციებზე, მათ შორის, მომავალი გამოცემაზე ,, Guided by Principle: Driven by Change (Bloomsbury Press, 2026)’’.  მომხსენებლებმა ისაუბრეს, თუ როგორ მართავენ უნივერსიტეტების ლიდერები ცვლილებებს, როგორ იცავენ აკადემიურ ღირებულებებს, უწყობენ ხელს ინოვაციას და რა წვლილი შეაქვთ საზოგადოების განვითარებაში სწრაფად ცვალებად სამყაროში.

 

კონფერენციამ ასევე შექმნა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ინსტიტუციური პარტნიორობების გასაძლიერებლად. ვიზიტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა  კახა შენგელიამ და მიკოლას რომერისის უნივერსიტეტის რექტორმა, ინგა ჟალენიანემ, ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ორ უნივერსიტეტს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას. მხარეები ასევეშეთანხმდნენ საპასუხო ვიზიტების დაგეგმვაზე ერთობლივი ინიციატივების შემდგომი განვითარებისმიზნით.

 

პარალელურად, ვიცე-პრეზიდენტი ირენა მელუა მონაწილეობდა ქალი პრეზიდენტების შეხვედრაში; არაფორმალურ პლატფორმაში, რომელიც ეძღვნებოდა ლიდერობას, გამძლეობას, გლობალურპასუხისმგებლობას და აკადემიურ საზოგადოებაში ოჯახის როლს.

 

კავკასიის უნივერსიტეტი აგრძელებს IAUP-ის საქმიანობაში აქტიური ჩართულობით  საკუთარი გამოცდილების გაზიარებას ინტერნაციონალიზაციის, ინოვაციისა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით, ამავდროულად აძლიერებს გლობალურ პარტნიორობას და ხელს უწყობს უმაღლესი განათლების განვითარებას მსოფლიო მასშტაბით.